30.აპრილი .2021 19:40

საფრანგეთში ქვეყნის სრულ გახსნას ივლისიდან ვარაუდობენ

საფრანგეთში ქვეყნის სრულ გახსნას ივლისიდან ვარაუდობენ
views 265
უკან

საფრანგეთის მთავრობა ქვეყნის სრულ გახსნას ივლისიდან ვარაუდობს. პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ქვეყნის გახსნის 4-პუნქტიანი გეგმა წარადგინა, რომლის მიხედვითაც, 19 მაისიდან საფრანგეთის ხელისუფლება ღამით დაწესებულ "კომენდანტის საათს" შეამსუბუქებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ მომავალი თვიდან კაფე-ბარები და რესტორნები ღია სივრცეებში მომსახურების გაწევას შეძლებენ.

წინასწარი მონაცემებით, ქვეყანაში საერთაშორისო ტურისტები კოვიდ-სერტიფიკატის საფუძველზე შესვლას, სავარაუდოდ, 9 ივლისიდან მოახერხებენ.

მაკრონის 4-პუნქტიანი გეგმის მიხედვით:

• 3 მაისიდან განახლდება სასწავლო პროცესი;
• 19 მაისიდან "კომენდატის საათი" 21:00 საათიდან ამოქმედდება ნაცვლად 19:00 საათისა; გაიხსნება კაფე-ბარების გარე       სივრცეები, მეორადი საჭიროების მაღაზიები, კინო-თეატრები და მუზეუმები;
• 9 ივნისიდან "კომენდატის საათი" გადაიწევს 23:00 საათამდე, ხოლო კოვიდ-სერტიფიკატის საფუძველზე ტურისტები ქვეყანაში შესვლას შეძლებენ;
• 30 ივნისიდან სრულად იგეგმება ქვეყანაში "კომენდატის საათის" მოხსნა, თუმცა ღამის კლუბები დახურული დარჩება.