მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საფრანგეთში რიგით მესამე სრული ლოქდაუნი გამოცხადდა

6064c6d95f4de
თამთა ჯიჯავაძე
31.03.21 22:59
4480
საფრანგეთში რიგით მესამე სრული ლოქდაუნი გამოცხადდა. ამის შესახებ BBC წერს. ახალი შეზღუდვების მიხდვით, სკოლებში სასწავლო პროცესი რეალურ რეჟიმში შეწყდება მინიმუმ სამი კვირის განმავლობაში.
როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, სკოლები დისტანციური სწავლების რეჟიმზე მომდევნო კვირიდან გადავლენ.

ასევე შაბათიდან დაიხურება ყველა ის მაღაზია, რომელიც არასასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროდუქციას ყიდის. აიკრძალება სახლიდან განსაკუთრებული მიზეზის გარეშე 10 კილომეტრის დაშორებით გამგზავრება.

ცნობისთვის, საფრანგეთში კორონავირუსის შემთხვევები მზარდია. საერთო ჯამში ქვეყანაში 4,6 მილიონზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 95 000-ზე მეტი პაციენტი.