მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საფრანგეთში სასტუმროების მფლობელები Airbnb-ის ოლიმპიურ კომიტეტთან გარიგებას აპროტესტებენ

5dd7f26852a17
ნათია თაქთაქიშვილი
22.11.19 21:05
1109
საფრანგეთში სასტუმროების მფლობელები Airbnb-ის მიერ საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან გაფორმებულ გარიგებას აპროტესტებენ. კერძოდ, საუბარია ცოტა ხნის წინ დადებულ შეთანხმებაზე, რომლის მიხედვითაც Airbnb-ი უზრუნველყოფს ოლიმპიური ღონისძიებების სტუმრების განთავსებას. გარიგების სავარაუდო ღირებულება დაახლოებით 500 მილიონი აშშ დოლარია. 


სასტუმროს მფლობელებმა და მათმა მხარდამჭერმა ორგანიზაციებმა საჯარო მიმართვა გაავრცელეს, სადაც აღნიშნულ გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ ოლიმპიური ღონისძიების ორგანიზების პროცესში, მონაწილეობას არ მიიღებენ. ორგანიზაცია UMIH-მა, რომელიც პარიზში მდებარე სასტუმროებს და რესტორნებს აერთიანებს, განაცხადა, რომ გარიგება Airbnb-სთან სასტუმრო ბიზნესის უპატივცემულობაა.


შეგახსენებთ, 2024 წელს ოლიმპიური თამაშები სწორედ საფრანგეთში გაიმართება. 2020 წელს ტოკიოში, 2022 წელს კი პეკინში.