საფრანგეთში საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადე სავალდებულო გახდება, ასევე პირბადით სიარული სავალდებულო იქნება საშუალო სკოლებში, მას შემდეგ რაც 11 მაისიდან საკარანტინე შეზღუდვების შემსუბუქება დაიწყება. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ედუარ ფილიპმა განაცხადა.
როგორც BBC წერს, საფრანგეთში სკოლები ეტაპობრივად განაახლებენ მუშაობას, თავდაპირველად საბავშვო ბაღები და დაწყებითი სკოლები, შემდეგ კი დანარჩენი სასწავლო დაწესებულებები გაიხსნება. კერძოდ, საშუალო სკოლებში იქ, სადაც შედარებით მსუბუქი ეპიდემიოლოგიური ვითარებაა, შესაძლოა 18 მაისიდან განახლდეს სასწავლო პროცესი, ხოლო სხვა სკოლები თვის ბოლოს აღადგენენ მუშაობას.
ასევე, 11 მაისიდან გაიხსნება მაღაზიები და მარკეტები, თუმცა, არა ბარები და რესტორნები. მაღაზიებს ექნებათ უფლება მოსთხოვონ მყიდველებს პირბადის გაკეთება და დისტანციის დაცვა.
შეგახსენებთ, საფრანგეთი კორონავირუსის შედეგად ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული ქვეყანაა. ამ დრომდე ამ ქვეყანაში დაინფიცირების 165,842 შემთხვევა დაფიქსირდა. დაიღუპა 23,293 ადამიანი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ