მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საფრანგეთში შესაძლოა მალე სრული ლოქდაუნი გამოცხადდეს - მედია

60647878c8451
ნათია თაქთაქიშვილი
31.03.21 21:05
979
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი იძულებულია უახლოეს მომავალში ქვეყანაში სრული ლოქდაუნი გამოაცხადოს, რადგან საფრანგეთში კორონავირუსის შემთხვევები რეკორდულად იზრდება. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, მაკრონის ადმინისტრაციას ხშირად აკრიტიკებენ კორონავირუსთან ბრძოლის მეთოდებთან დაკავშირებით, რადგან პრეზიდენტმა მესამე ტალღასთან საბრძოლველად სრული ლოქდაუნის ნაცვლად წერტილოვანი შეზღუდვები აირჩია. მაკრონის განცხადებით, ახალი სრული ლოქდაუნის დაწესებისას აუცილებლად გასათვალისწინებელია როგორც მოქალაქეების მენტალური, ასევე ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა.

ამჟამად საფრანგეთის 96-იდან 19 რეგიონში  კომენდანტის საათი ძალაშია, დახურულია არააუცილებელი მაღაზიები და შეზღუდულია ქალაქებს შორის გადაადგილება, თუმცა საფრანგეთის სამეცნიერო საბჭოს განცხადებით,  დამატებითი შეზღუდვები ვირუსის გავრცელების ტემპის შესანელებლად აუცილებელია.

საფრანგეთში ბოლო 24 საათის მონაცემებით, კორონავირუსზე აავადმყოფოში 28,000 ადამიანი მკურნალობს, ამასთან 5,072 მათგანი რეანიმაციაშია, ეს პირველი შემთხვევაა გასული წლის აპრილის შემდეგ, როდესაც კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტების რიცხვმა 5,000 მიაღწია.