03.მაისი.2016 20:11
მსოფლიო

საფრანგეთში შრომის ახალ კანონს აკრიტიკებენ და მას "ბოსების სამართალს" უწოდებენ

საფრანგეთში შრომის ახალ კანონს აკრიტიკებენ და მას "ბოსების სამართალს" უწოდებენ
საფრანგეთის შრომის ახალმა კანონმა მემარცხენეებისა და კერძო სექტორში დასაქმებულთა კრიტიკა გამოიწვია. ოპონენტებმა კანონს "ბოსების სამართალი" უწოდეს.
 
"კანონი ჩვენს ქვეყანაში არსებულ რეალობას შეესაბამება. საფრანგეთში უმუშევრობის დონე 10 პროცენტზე მაღალია, ისევე როგორც ეს 20 წლის წინ იყო. მონაცემები ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაუმჯობესდა, თუმცა ის კვლავაც არ არის დამაკმაყოფილებელი. საფრანგეთი იმაზე ნაკლებ სამუშაო ადგილს ქმნის, ვიდრე ევროპის სხვა ქვეყნები", - განაცხადა ქვეყნის შრომის მინისტრმა.

Euronews-ი წერს, რომ 2013-2015 წლებში საფრანგეთში 57,000 სამუშაო ადგილი შეიქმნა, შედარებისთვის გერმანიაში აღნიშნული ციფრი 482,000 იყო, ხოლო ესპანეთში კი 651,000.

"რეფორმის მთავარი მიზანია, რომ ქვეყანაში სამუშაო ადგილები გაიზარდოს", - განაცხადა მინისტრმა.

რეფორმით გათვალისწინებული ცვლილებების ნაწილი სამუშაო საათებს ეხება. საფრანგეთში მაქსიმალური სამუშაო საათი 10-ია, თუმცა დამსაქმებელთან დადებული შეთანხმების თანახმად ის შესაძლოა 12 საათამდე გაიზარდოს. ასევე კვირაში მაქსიმალური სამუშაო საათების გაზრდა დამსაქმებელს 60-მდე შეუძლია.

რეფორმა ასევე სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში დამსაქმებლის მიერ სავალდებულო კომპენსაციის ოდენობასაც განსაზღვრავს, თუმცა კანონის ოპონენტები ამბობენ, რომ აღნიშნული ცვლილება დასაქმებულების გათავისუფლების მიზეზი გახდება.

შრომის კანონმა გასულ კვირას საფრანგეთში საპროტესტო აქციაც გამოიწვია, რომლის ფარგლებშიც პარიზში 120-მდე პირის დაკავება მოხდა. აქციაში მონაწილეობას რამოდენიმე სტუდენტური ორგანიზაციაც იღებდა. დასაქმებულთა პროტესტი კანონში იმ ცვლილებამა გამოიწვია, რომელიც საფრანგეთის ფარგლებს გარეთ ეკონომიკრ საქმიანობას ეხებოდა. ასევე კრიტიკის საგანი გახდა მოკლევადიანი ხელშეკრულებების საკითხიც.

27.მაისი.2019 11:50
82

ლიეტუვას პრეზიდენტი ეკონომისტი გიტანას ნაუსედა გახდა

ვრცლად
26.მაისი.2019 23:00
361

კომპანიები, რომლებიც თითო დასაქმებულიდან ყველაზე მეტ შემოსავალს იღებენ

ვრცლად
26.მაისი.2019 16:50
153

ეიფელის მიმდებარე ტერიტორიაზე მწვანე "ოაზისის" გაშენება იგეგმება

ვრცლად
26.მაისი.2019 16:10
166

ემოციის ამომცნობი Amazon რობოტები

ვრცლად
26.მაისი.2019 13:35
247

ზაფხულის არდადეგებისთის 10 საუკეთესო ევროპული კურორტი

ვრცლად
25.მაისი.2019 19:43
192

ტანზანიის ხელისუფლება კილიმანჯაროზე საბაგიროს აშენებას აპირებს

ვრცლად