მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საფრანგეთში წელს ეკონომიკის 8%-ით შემცირებას ელიან

5e95a7e952658
ნათია თაქთაქიშვილი
14.04.20 21:00
687
საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა ბრუნო ლე მარმა განაცხადა, რომ ქვეყნის ეკონომიკა 8%-ით შემცირდება წელს. ამის შესახებ ინფრომაციას მედია გამოცემა CNN-ი ავრცელებს.

„ზოგიერთი სექტორი, მაგალითად სასტუმროები და რესტორნები, ვერ შეძლებენ დაუბრუნდნენ საქმიანობის ჩვეულ რეჟიმს 11 მაისიდან და შესაბამისად, უმუშევრობაც დროებით გახანგრძლივდება“, - განაცხადა მან.

საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა მსგავსი პროგნოზი მას შემდეგ გააკეთა, რაც ქვეყნის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ის გეგმავს საგანგებო მდგომარეობა კიდევ ერთი თვის ვადით გაახანგრძლივოს.