მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საგადასახადო ადმინისტრაციების შიდა ევროპული ორგანიზაციის წლიური კონფერენციის გამარჯვებულად შემოსავლების სამსახური დასახელდა

5da87d4d8af4a
BM.GE
17.10.19 18:37
726
საგადასახადო ადმინისტრაციების შიდა ევროპული ორგანიზაციის (IOTA) საგადასახადო კანონმორჩილების ტექნოლოგიური გადაწყვეტის საკითხისადმი მიძღვნილი წლიური კონფერენციისა და ტექნოლოგიური გამოფენის გამარჯვებულად, მონაწილეების ხმის მიცემის საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური დასახელდა. კერძოდ, ყველაზე მოწონებული ციფრული გადაწყვეტილება - უბნის საგადასახადო ოფიცერთა აპლიკაცია აღმოჩნდა.

„უბნის საგადასახადო ოფიცრის მომსახურების სერვისი ორიენტირებულია სამართალდარღვევათა პრევენციაზე, საგადასახადო კულტურის ამაღლებაზე, გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო პროცედურების გამარტივებაზე და მონაცემთა ბაზის მუდმივ განახლებაზე. აპლიკაცია სარეკომენდაციო ხასიათისაა, გადამხდელს აფრთხილებს მოსალოდნელ შედეგებზე და ხარვეზის აღმოსაფხვრელად 2 სამუშაო დღეს სთავაზობს. ასევე, აღსანიშნავია, რომ უბნის საგადასახადო ოფიცერს აქვს შესაძლებლობა, პლანშეტური კომპიუტერის საშუალებით, გადამხდელს აღმოუჩინოს ტექნიკური დახმარება დეკლარაციების/გაანგარიშებების შევსებაში, ზედნადების გამოწერასა და საჩივრების გაგზავნაში“, - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

ორი დღის განმავლობაში თბილისში მიმდინარე საერთაშორისო IT გამოფენაზე მსოფლიოში ცნობილ საინფორმაციო ტექნოლოგიების კომპანიებს, შესაძლებლობა ჰქონდათ წარმოედგინათ 50 უახლესი პროგრამული პროდუქტი და ემსჯელათ სხვადასხვა ქვეყნის საგადასახადო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შორის ერთობლივი პროექტების შემდგომ განვითარებაზე.