მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საგადასახადო ცვლილებები - რა სახის სერვისები აღარ დაიბეგრება განათლების სექტორში?

5e5fefb22457a
თამთა ჯიჯავაძე
04.03.20 22:38
1091
ძალიან ბევრი ტექნიკური დეტალია, რომლებიც მიზნად ისახავს უფრო გასაგები წესების შემოღებას დღგ-ის ადმინისტრირებაში, როგორც საგადასახადო ორგანოებისთვის, ასევე გადასახადის გადამხდელებისთვის, - ამის შესახებ BMG-ის გადაცემა „საქმის კურსში“ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ცვლილებების მიხედვით შემოთავაზებულია უფრო გამარტივებული და გასაგები დაბეგვრის წესები, პროცედურები.

"არის მთელი რიგი მიმართულებები, რომლებიც უშუალოდ ეხება დასაბეგრ ოპერაციებს. მაგალითისთვის საგანმანათლებლო და ჯანდაცვის სფეროში, აღნიშნული სექტორები გათავისუფლებული არის დღეს დამატებითი ღირებულების გადასახადისგან. თუმცა, მასთან უშუალოდ დაკავშირებული მომსახურებები იბეგრება, შესაბამისად ცვლილებების შემდეგ ასეთი ტიპის სერვისებიც აღარ დაიბეგრება.

მაგალითად განათლების სექტორში, ისეთი ტიპის სერვისები, როგორც არის მოსწავლეების ტრანსპორტირება სკოლებში, ასევე კვების მომსახურების მიწოდება მოსწავლეებისთვის და სხვა მსგავსი ტიპის სერვისები, რომელიც უშუალოდ სასწავლო პროცესთან არის დაკავშირებული... დღეს ეს სერვისები თუ იბეგრება, ცვლილებების შემდეგ სრულად გათავისუფლდება დღგ-სგან“, - განაცხადა ხუციშვილმა.

შეგახსენებთ, მთავრობის მიერ „საგადასახადო კოდექსში“ მომზადებული ცვლილებებით დღგ-ისგან გათავისუფლების შემთხვევები განისაზღვრება. კანონპროექტით ზუსტდება სამედიცინო და საგანმანათლებლო სფეროში არსებული საგადასახადო შეღავათის გამოყენების არეალი. კერძოდ, პროექტის მიხედვით, სამედიცინო და საგანმანათლებლო საქმიანობასთან ერთად, დაბეგვრისგან თავისუფლდება მასთან უშუალოდ დაკავშირებული და დამხმარე მომსახურების/საქონლის მიწოდება.