მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საგადასახადო კოდექსში საჭიროა ცვლილებები, რომ მისი ორმაგი ინტერპრეტაცია აღარ ხდებოდეს - დეპუტატი

5fe467a7edf12
ინგა მურუსიძე
24.12.20 15:10
805
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბეჟან წაქაძე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს გიორგი გახარიას მიმართავს.

„მე მაქვს შეკითხვა და თხოვნა. ძალიან საინტერესო იქნება დეტალიზაცია საგადასახადო კოდექსთან დაკავშირებით. როგორ და რა კუთხით იქნება ეს? მე სრულად ვეთანხმები თქვენს პოზიციას საგადასახადო შეთანხმებებთან მიმართებაში და ნამდვილად კარგი იქნება მისი საერთოდ გაუქმება, ნამდვილად დროა, რომ დავიწყოთ მომზადება საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისთვის, იმ კუთხით, რომ აღარ იყოს ორმაგი გაგებები კოდექსის გარკვეული მუხლებისა“, - მიმართა წაქაძემ გახარიას პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, სადაც „ქართული ოცნების“ მთავრობის პროგრამას უსმენენ.

ინფორმაციისთვის, გახარიამ დღეს პარლამენტში გააკეთა განცხადება და თქვა, რომ საგადასახადო შეთანხმების მანკიერი პრაქტიკა ან უნდა გადაიხედოს, ან გაუქმდეს.