მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საგადასახადო კოდექსში" შესატან ცვლილებებს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

5ec6a65ceaf23
BM.GE
21.05.20 19:58
1383

პარლამენტმა საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. საკანონმდებლო ორგანოში წარდგენილი პროექტის მიხედვით,  2020 წლის 1 მაისიდან 6  თვის განმავლობაში, დამქირავებელი უფლებამოსილია ბიუჯეტში არ შეიტანოს დაქირავებულისთვის 750 ლარამდე გაცემული ხელფასიდან დაკავებული და გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი, თუ დაქირავებულის ხელფასი არ აღემატება 1500 ლარს.


ასევე კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს ფინანსთა მინისტრს ან/და შემოსავლების სამსახურის უფროსს უფლება ექნება, ცალკეულ გადასახადის გადამხდელებს არაუმეტეს 6 თვით გაუგრძელოს 2020 წელს გადასახდელი საშემოსავლო ან/და ქონების გადასახადის გადახდის ვადა. ამ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს საურავი არ დაერეცხება. ამასთან, საგადასახადო ორგანოსთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება, რამაც გამოიწვია დაქირავებულისათვის საქართველოს მთავრობის დადგენილებით საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით განსაზღვრული კომპენსაციის უსაფუძვლო გაცემა, გამოიწვევს დამქირავებლის დაჯარიმებას ამ ინფორმაციის საფუძველზე გაცემული კომპენსაციის ორმაგი ოდენობით.

„საგადასახადო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებებით, 2020 წლის 1 მარტიდან 6 კალენდარული თვის განმავლობაში, ქონების იჯარის/ლიზინგის მომსახურება დღგ-ით დაიბეგრება შესაბამისი მომსახურების საკომპენსაციო თანხის ფაქტობრივად გადახდის საანგარიშო პერიოდში.

შეგახსენებთ, ცვლილებები საგადასახადო კოდექსში მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებშია გათვალისწინებული.