25.სექტემბერი .2019 14:40

საგადასახადო სამართალდარღვევის 356 ფაქტი გამოვლინდა

views 127
უკან

16-22 სექტემბერს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა ქვეყნის მასშტაბით საგადასახადო სამართალდარღვევის 356 ფაქტი გამოავლინა.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიერ 3 032 გადამხდელი შემოწმდა, რის შედეგადაც დაფიქსირდა შემდეგი საგადასახადო სამართალდარღვევები: საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების 99 შემთხვევა; ეკონომიკური საქმიანობის გადასახადის გადამხდელად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით განხორციელების 19 ფაქტი; მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობის 238 შემთხვევა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა