საგადასახადო შემოსავლები ბოლო ორი წლის განმავლობაში, ძირითადად მაღალი ინფლაციის ხარჯზე იზრდება, ვინაიდან ეკონომიკა აღნიშნულ პერიოდში მხოლოდ 3%-ით გაიზარდა. ამის შესახებ IDFI-ს ეკონომიკური ზრდის მიმოხილვაშია აღნიშნული.
მიმოხილვის მიხედვითვე, საგადასახდო შემოსავლები 17%-ით გაიზარდა წ.წ. და 9.5 მლრდ. ლარს მიაღწია 2021 წლის სამი კვარტლის მონაცემებით. 2020 წელს კი ზრდა წ.წ. -4.7% იყო, ანალოგიურ პერიოდში. აღნიშნული პანდემიის ანტიკრიზისული გეგმის შედეგად გადასახადების გადავადებამ და ეკონომიკის შემცირებამ გამოიწვია.
„2020 წელს სახელმწიფო ვალის მშპ-სთან თანაფარდობამ, რეკორდულ 63%-იან მაჩვენებელს მიაღწია. 2021 წელს კვლავ მაღალია საგარეო ვალის მშპ-სთან თანაფარდობა და შეადგენს 53%-ს, რაც 10 პ.პ.-ით ნაკლებია 2020 წლის მაჩვენებელთან შედარებით. აღნიშნული, ძირითადად სტაბილური გაცვლითი კურსის შენარჩუნებამ და ეკონომიკის ზრდამ განაპირობა. რეგიონის ქვეყნებს შორის ვალის მშპ-სთან თანაფარდობით ლიდერობს სომხეთი (62%), ხოლო ყველაზე დაბალი მაჩვენებელი რუსეთს (18%) აქვს“, - წერს IDFI.
გარდა ამისა, როგორც მიმოხილვაშია აღნიშნული, 2021 წელს, საქართველოს ეკონომიკამ 3%-ით გადააჭარბა 2019 წლის დონეს, საგარეო ვალის მნიშვნელოვანი ზრდის და მაღალი ინფლაციის ფონზე.
„მიუხედავად იმისა, რომ 2020 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა -6.8% იყო, მთლიანი შიდა პროდუქტი 2021 წელს, 2019 წელთან შედარებით 3%-ით გაიზარდა. ბოლო ორი წლის განმავლობაში საგარეო ვალი 10.5 მლრდ. ლარით გაიზარდა (+50%). ჯამური ინფლაციამ 15%-ს გადააჭარბა ანალოგიურ პერიოდში. საქართველოს ეკონომიკა მოსალოდნელია 6%-მდე გაიზარდოს 2022 წელს. აღნიშნული მნიშვნელოვნად არ აღემატება აშშ-სა (5.2%) და ევროკავშირის (4.2%) საშუალო მაჩვენებლებს“, - აღნიშნულია IDFI-ის მიერ გამოქვეყნებულ ეკონომიკური ზრდის მიმოხილვაში.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ