მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საგამოძიებო სამსახური, სავარაუდოდ, ბიზნესმენ გალიფ ოზთურქის კომპანიაში შევიდა

629615ffd3968
მარიამ ვარადაშვილი
31.05.22 17:16
4526

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ბათუმში სავარაუდოდ, თურქ ბიზნესმენ გალიფ ოზთურქის კომპანიაში შევიდა. BM.GE-ს ინფორმაციით, ბიზნესმენის კომპანიაში ამ დროისთვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს ფაქტთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.

ცნობისთვის, ბიზნესმენ გალიფ ოზთურქის საკუთრებაშია “მეტრო ჰოლდინგი”, რომელიც ბათუმში უმსხვილეს ტურისტულ ობიექტებს ფლობს. მათ შორისაა 455-ნომრიანი “ეიფორია”, რომელიც ბათუმის უმსხვილესი სასტუმროა. კომპანიის საკუთრებაში ასევე შედის სასტუმროები “ინტურისტი”, “მეტრო სქაი თაუერი” და “ბიზნეს ლეჯენდი”. ასევე ბათუმის უმსხვილესი სავაჭრო ცენტრი “მეტრო სითი”.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2020 წელს სს “მეტრო ავრასია ინვესთმენთ ჯორჯიას” შემოსავალმა 43.8 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო კომპანიის წმინდა ზარალი 52.5 მილიონი ლარი იყო. პანდემიამდე, ანუ 2019 წელს ჯგუფის ჯამური შემოსავალი 81 მილიონი ლარი, ზარალი კი 53 მილიონი ლარი იყო.

ჯგუფის აქტივების ზომა 535 მილიონი ლარია.

ბიზნესმენ გალიფ ოზთურქის სახელს უკავშირდება ბათუმის უკანონო მშენებლობაც. კომპანია “მეტრო ტერმინალი” ბათუმში უნებართვოდ 7 კორპუსს აშენებს, რომელთა ფართობიც 50,000 კვადრატული მეტრია.