19.ივნისი .2020 10:18

საგამოძიებო სამსახურმა 512 კგ უაქციზო თუთუნი ამოიღო - დაკავებულია 4 პირი

views 329
უკან

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პირთა ჯგუფის მიერ, მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა - გადაზიდვა - რეალიზაციის ფაქტზე, ოთხი პირი დააკავეს.

როგორც bm.ge-ის საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქვემო ქართლის რეგიონში ამოღებულია 512 კილოგრამი უაქციზო თუთუნი, რომლის საბაზრო ღირებულება 56 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.