მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საგამოძიებო სამსახურმა 800 ცალი უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვისთვის ერთი პირი დააკავა

60f66e51710b7
ვიქტორია მღებრიშვილი
20.07.21 10:40
659
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, საგამოძიებო დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,  ამოღებულ იქნა სარეალიზაციოდ განკუთვნილი 800 ცალი „PUFF“-ის ფირმის ნიკოტინის შემცველი უაქციზო ელექტრო სიგარეტი, რომლის საბაზრო ღირებულება 16 000 ლარს შეადგენს. 

"განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით ითვალისწინებს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.