მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საგამოძიებო სამსახურმა არადეკლარირებული 517 გრამი ოქროს ნაკეთობები ამოიღეს

5e01b074ab76d
თელარა გელანტია
24.12.19 10:30
761
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ორი ფაქტი გამოავლინეს.

გამოძიებით დადგენილია, რომ დანაშაულში მხილებულმა პირებმა, საბაჟო - გამშვები პუნქტი „სარფი“-ს გავლით, საქართველოში მალულად შემოიტანეს, არადეკლარირებული ძვირფასი ლითონის ნაკეთობანი.

ამოღებულია ჯამში 517 გრამი ოქროს ნაკეთობანი, რომლის საბაჟო ღირებულება 41 000 ლარს აღემატება.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.