10.სექტემბერი .2019 10:45

საგამოძიებო სამსახურმა კვების პროდუქტების ფალსიფიკაციის სამი ფაქტი გამოავლინა

views 409
უკან

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კვების პროდუქტების ფალსიფიკაციის სამი ფაქტი გამოავლინეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ კახეთის რეგიონში განთავსებული სამი საწარმო ფალსიფიცირებულ ხორცის ნახევარფაბრიკატებს და თევზს აწარმოებდა, რომელთა შემადგენლობა ეტიკეტზე მითითებულ მონაცემებს არ შეესაბამებოდა.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების პროდუქცია, რომელსაც შესაბამისი ექსპერტიზა უტარდება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე ვადით.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა