მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო წესების დარღვევით შემოყვანილი 39 მოტოციკლეტი ამოიღო

61497a3594358
ვიქტორია მღებრიშვილი
21.09.21 10:28
402
საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადმოტანისა და ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში ერთი პირი მისცა - ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, საბაჟო დეკლარაციაში ყალბი მონაცემების შეტანის გზით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადმოტანისა და ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში ერთი პირი მისცეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მისი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიის სახელით, საქართველოში შემოიტანა 228 150 ლარის ღირებულების 195 ერთეული მოტოციკლი, რომელთა დეკლარირებისას და რეალიზაციისას, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საბაჟო დეკლარაციებში და შესაბამის დოკუმენტაციაში დააფიქსირა შემცირებული მონაცემები მოტოციკლეტების ძრავის კუბატურობის მოცულობის თაობაზე, რა გზითაც თავი აარიდა საბაჟო მოსაკრებლებისა და გადასახადების სრულად გადახდას.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომპანიიდან ამოღებულია საბაჟო წესების დარღვევით იმპორტირებული 39 მოტოციკლი.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი და 214-ე მუხლის მე-2 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.