მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტის შენახვისა და გადაზიდვის ფაქტზე ორი პირი დააკავა

6124875894708
BM.GE
24.08.21 09:43
488
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის და გურიის სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვისა და გადაზიდვის ფაქტებზე ორი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა დაკავებულმა ქ. გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შეიძინა და მეორე დაკავებულთან ერთად, ამ უკანასკნელის კუთვნილი ავტომანქანით, შემდგომი რეალიზაციის მიზნით აჭარის ტერიტორიაზე გადაზიდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით „OSCAR“-ის და „MAC“-ის დასახელების უაქციზო სიგარეტი.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული იქნა სარეალიზაციოდ განკუთვნილი 2 500 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საბაზრო ღირებულება 11 000 ლარს შეადგენს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.