მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საგამოძიებო სამსახურმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე 1 პირი ამხილა

5dca524d0658c
თელარა გელანტია
12.11.19 10:32
816
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე ერთი პირი ამხილეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული, სამეწარმეო საქმიანობისათვის დადგენილი შესაბამისი გადასახადებისთვის თავის არიდების მიზნით, ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას სახელმწიფო რეგისტრაციის გარეშე.

„2018-2019 წლის განვლილ პერიოდში, ბრალდებულმა, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში შემოიტანა ჯამში - 66 488 ლარის ღირებულების პროდუქცია - ენერგეტიკული სასმელი და მოახდინა მისი რეალიზაცია აჭარის რეგიონში მდებარე სავაჭრო ობიექტებში, რითაც მიიღო დიდი ოდენობით უკანონო შემოსავალი.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე ვადით”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.