მიუხედავად იმისა, რომ სავაჭრო ცენტრებმა 13 მარტიდან შაბათ-კვირას საქმიანობის უფლება მიიღეს, რითეილ-სექტორისთვის კომენდანტის საათი კვლავ გამოწვევად რჩება. თბილისის ცენტრალის გენერალური დირექტორის ლევან ყარალაშვილის განმარტებით, კომენდანტის მინიმუმ 2 საათით გადაწევა სექტორისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან მომხმარებელთა ძირითადი ნაკადი სავაჭრო ობიექტებს საღამოს 6-დან 8 საათამდე ჰყავს, თუმცა ობიექტები 7 საათზე იხურება, რაც ბიზნესისთვის დღიური გაყიდვების დაახლოებით 20%-მდე კლებას ნიშნავს.
„კომენდანტის საათი ზღუდავს ძალიან ბევრ რამეს. პირველი - ამცირებს დროს, რომლის განმავლობაში შეიძლება სავაჭრო ობიექტებს მუშაობის საშუალება ჰქონდეთ. ფაქტობრივად, როცა საღამოს 10 საათზე ვიკეტებოდით, ახლა ვიკეტებით 7 საათზე, აქედან გამომდინარე კვირაში იკარგება თითქმის 20-25 საათი; ერთი სრული დღე კვირაში ვაჭრობისთვის ეფექტური პერიოდი ქრება და ეს აისახება მომხარებელთა რაოდენობასა და ბრუნვაზეც.
ვამბობდით, რომ ჩვენი ბრუნვა განახევრებული იყო. ტენდენცია ამ თვეში იგივეა, რადგან ზოგადად თებერვალი მკვდარი სეზონია, ახლა გადავდივართ საშუალო სეზონში და ამიტომ სურვილი და თხოვნაა, კომენდანტის საათი თუნდაც 2 საათით გადაიწიოს. ეს იქნება დამატებითი დრო მუშაობისთვის და ობიექტები შეძლებენ მეტი შემოსავლების გენერირებას, რაც პირდაპირ კავშირშია მათი ვალდებულებების მომსახურებაზე, თანამშრომელთა რაოდენობასა და გადასახების ოდენობაზე, რისი გადახდაც მოუწევთ. იმედია ამ ხმას გაიგონებენ, რადგან ამ დრომდე პროგრესს ვერ მივაღწიეთ“, - აცხადებს ლევან ყარალაშვილი.
რაც შეეხება 13 მარტიდან შაბათ-კვირას სავაჭრო ობიექტებისთვის მუშაობის უფლების მიცემას, როგორც ყარალაშვილი ამბობს, მათ ინდუსტრიაში შაბათ-კვირზე გაყიდვების 40% მოდის, თუმცა ამ შემთხვევაშიც მნიშვნელოვანია ობიექტებს საღამოს საათებშიც ჰქონდეთ მუშაობის შესაძლებლობა.
„ჯამურად ყველაზე მაღალი პერიოდი საღამოს 6-დან 8 საათამდე პერიოდია, როცა ადამიანები მუშაობას ამთავრებენ. შაბათ-კვირის წილი 40%-ია ჩვენს ინდუსტრიაში და დღის განმავლობაში დაახლოებით 15-20% საღამოს ბოლო რამდენიმე საათზე მოდის. დანარჩენი 80% ნაწილდება დილიდან 7 საათამდე პერიოდზე. ეს რომ გავაწლიუროდ საუბარია რამდენიმე მილიარდი ლარის ბრუნვაზე იმიტომ, რომ საათებში არგადახდილი თანხა არის დაკარგული შემოსავალი. დაახლოებით 2 მლრდ ბრუნვაა, თუ ეს რეჟიმი შენარჩუნდება ვერ მიიღებენ ობიექტები, ეს ნიშნავს არგადახდილ გადასახადს, არაყვანილ თანამშრომელს და არგაფართოვებულ ბიზნესებს", - აცხადებს ყარალაშვილი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა მიზანს ემსახურება 4-11 მაისის უქმე დღეებად გამოცხადება? - გამყრელიძის განმარტება
აუცრელ თანამშრომელს რესტორანში არ ავიყვან - თაკო დოლაბერიძე
თურქეთის ელჩი „ნამახვანჰესზე“: არსებობს მანიპულაცია ფაქტებით... მოვუწოდებ კომპანიას ღიად გამოვიდეს და ილაპარაკოს
თბილისის სამ რაიონში მოსახლეობის ნაწილს წყალი 26 საათით შეუწყდება
კომაროველ ნიკოლოზ ბირკაძეს მასაჩუსეტსის ინსტიტუტი სწავლას $300 000-ით დაუფინანსებს
თბილისის მერია შემოდგომაზე ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპს გეგმავს
ხვალიდან, თბილისში ავტობუსის ახალი ინტეგრირებული მარშრუტი N339 ამოქმედდება
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი