„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ საინვესტიციო პანელში - „აბრეშუმის გზა: ახალი შესაძლებლობები ქვეყნებს შორის ინვესტიციებისთვის“ მიიღო მონაწილეობა.
„საპარტნიორო ფონდის ამოცანაა, რაც შეიძლება, მეტი კომფორტი შეუქმნას უცხოელ თუ ქართველ ინვესტორებს საქართველოში ბიზნესის დასაწყებად. ქვეყანაში ინვესტიციების მოსაზიდად, ბიზნესის განსავითარებლად და ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად „საპარტნიორო ფონდი“ საკმაოდ მნიშვნლოვან როლს ასრულებს და დღეს ინვესტორებისთვის ბიზნესის წარმატების გარანტად მიიჩნევა. ჩვენი მიზანია, განვავითაროთ რეგიონები და ეკონომიკის ის დარგები, რომლებიც ჯერ არ არის ათვისებული. ამჟამად ფონდის პორტფელშია პროექტები ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში და ფონდის მიერ ინვესტირებული ერთი დოლარი საშუალოდ შვიდი დოლარს იზიდავს,“ - განაცხადა დავით საგანელიძემ ინვესტორებისთვის „საპარტნიორო ფონდთან“ თანამშრომლობის უპირატესობების შესახებ საუბრისას.
„საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელმა განმარტა ფონდის ინვესტირების პრინციპები და აღნიშნა, რომ ფონდი დივერსიფიცირებული მიმართულებებით ახორციელებს თავის საქმიანობას.
„ჩვენ პარტნიორებს ვაძლევთ საშუალებას, ინვესტირების გზით განავითარონ ისეთი სფეროები, როგორებიცაა ენერგეტიკა, გადამამუშავებელი მრეწველობა, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა. თუმცა, ფონდისთვის დღესდღეობით განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ახალი ბიზნესების, მაღალტექნოლოგიური წარმოების, ინოვაციური პროექტების, ასევე ექსპორტსა და იმპორტის ჩანაცვლებაზე ორიენტირებული საწარმოების მხარდაჭერა, რაც, ქვეყნისთვის ერთერთ სტრატეგიულ მიმართულებას წარმოადგენს“, - განაცხადა დავით საგანელიძემ.
პანელური დისკუსიის შემდეგ, „საპარტნიორო ფონდის“ მენეჯმენტმა, საერთაშორისო ექსპერტებთან, სამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, პანელურ დისკუსიებსა და B2B შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა.
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ წელს თბილისში მესამედ ჩატარდა. ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პატრონაჟით ჩატარდა და მას 2000-მდე სტუმარი დაესწრო მსოფლიოს 60 ქვეყნიდან, მათ შორის, ეკონომიკის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ვაჭრობისა და სხვა უწყებების უმაღლესი თანამდებობის პირები, საერთაშორისო, საფინანსო ორგანიზაციების, ასევე, კერძო სექტორის წარმომადგენლები.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს