მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“საგანგაშოა გადაწყვეტილება EU-ს მაკრო-ფინანსურ დახმარებაზე უარის თქმის შესახებ“ – EPRC

6130eb157b388
ვიქტორია მღებრიშვილი
02.09.21 19:21
1059
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევითი ცენტრი (EPRC) და არასამთავრობო ორგანიზაცია Fukuyama Democracy Frontline Centre საქართველოს მიერ ევროკაშირისთვის 75 მლნ ევროს მოცულობის დახმარებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით ერთობლივ პუბლიკაციას სახელწოდებით - „უარი ევროპას - ფინანსური თუ პოლიტიკური არჩევანი?“ აქვეყნებენ, სადაც ვრცელი ანალიზის შემდეგ დასკვნით ნაწილში თავის პოზიციას აფიქსირებენ და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას „საგანგაშოს“ უწოდებენ. მეტიც, პუბლიკაციის ავტორები მიიჩნევენ, რომ ფინანსურ დახმარებაზე უარის თქმა საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს საფრთხეს უქმნის.

„საქართველოს ხელისუფლების მიერ აქამდე ოფიციალურად გაცხადებული „მკაფიოდ პროევროპული“ საგარეო პოლიტიკური კურსის გათვალისწინებით, რომელიც ევროკავშირის ინსტიტუტებთან თანმიმდევრულ დაახლოებასთან ერთად ქართული კანონმდებლობის ევროპულთან მაქსიმალურ სინქრონიზაციას გულისხმობს და უმოკლეს პერიოდში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება უნდა უზრუნველყოს, საგანგაშოა გადაწყვეტილება ევროკავშირის მაკრო-ფინანსურ დახმარებაზე უარის თქმის შესახებ. ცხადია, ეს ვერანაირად ვერ აღიქმება მხოლოდ ფინანსური დახმარებისგან თავის არიდებად და შესაძლოა ცალსახად განვიხილოთ, როგორც მმართველი გუნდის მკაფიო პოლიტიკური გზავნილი, რომელიც მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნებასა და თითოეული ჩვენგანის ევროატლანტიკურ მომავლის“, - ნათქვამია პუბლიკაციაში.

ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილ ვრცელ მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ბიუჯეტის შემოსავლების, დაახლოებით, 5%-ს საერთაშორისო ორგნაიზაციების და დონორების გრანტები ავსებს. „მათ შორის ევროკავშირი არის ყველაზე მნიშვნელოვანი დონორი საქართველოს ბიუჯეტისთვის. უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში, საქართველოს ბიუჯეტში შესული გრანტების დაახლოებით 40% სწორედ ევროკავშირიდან მოდის. ეს მაჩვენებელი ბოლო წლებში კიდევ უფრო მზარდია და 2020 წლის ბიუჯეტში გრანტების 60% წყარო ევროკავშირი იყო. პროგნოზის მიხედვით, 2021 წლის ბიუჯეტში ამ მაჩვენებელმა 48% უნდა შეადგინოს“.