„საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, პრეზიდენტის დეკრეტით და შესაბამისი სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილ წესების განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში, პირი დაისჯება 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთით“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
პარლამენტის საგანგებო სესიის პლენარულ სხდომაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და სისხლის სამართლის კოდექსში ახალი ნორმები მესამე მოსმენით დაამტკიცეს.
„თუ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, პრეზიდენტის დეკრეტით და შესაბამისი სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილ წესებს დაარღვევს პირი, პირველ შემთხვევაში, ამისათვის ისჯება 3000 ლარიანი ჯარიმით და იურიდიული პირის შემთხვევაში ეს არის 15 000 ლარი და ამის შესახებ საზოგადოებისათვის უკვე ცნობილია, ამის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში კონკრეტული პირი დაისჯება 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. ეს ზომები, სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანა და ერთი ახალი მუხლის დამატება საჭირო გახდა იმისათვის, რომ განჭვრეტადი არ იყო ადმინისტრაციული ჯარიმის დადგენის, დაკისრების შემდეგ, რა პასუხისმგებლობა ეკისრებოდა პირს სისხლის სამართლის კოდექსით“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.
მისივე თქმით, არსებობს კონკრეტული რეგულაცია, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით, მაგრამ ეს ქმედება, როგორც დანაშაული სისხლის სამართლის კოდექსში პირველად შემოვიდა.
“თქვენ იცით, რომ ასევე არის იქ მითითება სანქციასთან დაკავშირებით, რომ თუ პრეზიდენტის დეკრეტით სხვა რამ არის გათვალისწინებული, ამ შემთხვევაში მოქმედებს პრეზიდენტის დეკრეტით გათვალისწინებული სანქცია“,- განმარტა მამუკა მდინარაძემ.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ დეკრეტში ჯარიმების საკითხის გათვალისწინებას პრევენციული მიზანი ჰქონდა. აქედან გამომდინარე, მისი თქმით, რაიმე სახის ამინისტიაზე, ან შეღავათებზე საუბარი არ არის.
„ყველა მოქალაქეს კარგად უნდა ესმოდეს, რომ როდესაც ის არღვევს დეკრეტით და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილ წესებს, ის ქმნილ მომეტებულ საფრთხეს საზოგადოებისთვის და ამიტომ, ჯარიმაც და ჩვენს მიერ შექმნილი ახალი ნორმაც ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ იმის პრევენციას, რომ რისკები იქნას მინიმუმამდე დაყვანილი.
ღმერთმა არ დაგვაჭირვოს, მაგრამ თუ მომავალშიც საგანგებო ან საომარი მდგომარეობის შემთხვევები გვექნება, ამ შემთხვევაშიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში კონკრეტული ნორმა იქნება მისი დარღვევისთვის გათვალისწინებული იმ შემთხვევისათვისაც კი, თუ დეკრეტით ასეთი რამ არ იქნება გათვალისწინებული, ხოლო თუ დეკრეტით იქნება კონკრეტული სანქცია კონკრეტული ქმედებისათვის გათვალისწინებული, ამ შემთხვევაში უკვე მითითება არის სისხლის სამართლის კოდექსის 78-ე პრიმა მუხლში, ამ დეკრეტთან დაკავშირებით, რომ იმოქმედებს დეკრეტით გათვალისწინებული სანქციები“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი