მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საგანგებო მდგომარეობის და ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის 132 ახალი ფაქტი გამოვლინდა

5ebba013d53d1
ინგა მურუსიძე
13.05.20 11:20
837
ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 132 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

როგორც bm.ge-ს შსს-დან აცნობეს, პოლიციამ, 12 მაისის 21:00 საათიდან 13 მაისის დილის 6:00 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 109 მოქალაქე დააჯარიმა.  მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 10 პირი დააჯარიმეს.

პოლიციამ საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის 13 ფაქტი გამოავლინა.

შეგახსენებთ, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.