მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საგანგებო მდგომარეობის დარღვევის 114 ახალი ფაქტი გამოვლინდა

5eaa9c6f9c8fa
ინგა მურუსიძე
30.04.20 13:55
734
ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 114 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

როგორც bm.ge-ის სამინისტროდან აცნობეს, პოლიციამ 29 აპრილის 21 საათიდან 30 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 74 მოქალაქე დააჯარიმა.

ამასთან, სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კიდევ 3 პირი დააჯარიმეს.

გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 29 მოქალაქე დააჯარიმეს.

პოლიცია განაგრძობს თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მკაცრ კონტროლს. მონიტორინგის შედეგად, თვითიზოლაციის წესების დარღვევის 8 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

შეგახსენებთ: საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.