მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივება სერიოზული შეცდომა იქნება - ხაზარაძე

5e957d165a9bb
ნინი ლონგურაშვილი
14.04.20 13:02
1417
პოლიტიკური გაერთიანება „ლელო სქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ, “საქმიანი დილის” ეთერში კარანტინის და საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, არ არის პროგნოზები, როდის დასრულდება პანდემია, ამიტომ ამ გაურკვევლობაში გამოცხადება, რომ საჭიროა კიდევ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, არის სერიოზული შეცდომა.

“პირველი, რაც მთავრობას უნდა გაეკეთებინა, ეს კონკრეტული, ანტიკრიზისული გეგმის წარდგენაა. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ მოვისმინეთ ფრაგმენტული განცხადებების გარდა, რაიმე კონკრეტიკა ეკონომიკასთან მიმართებაში, ან თუნდაც იმ რეგულაციებთან მიმართებაში, რომელიც მათ გამოაცხადეს საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში. შესაბამისად, საგანგებო და საკარანტინო ზონების გადატანა იქნება ძალიან სერიოზული პრობლემა, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით რამდენ ხანს გაგრძელდება პანდემია და ჩვენ უნდა ვიცოდეთ, როგორ უნდა ვიცხოვროთ ამ პანდემიის პირობებში. ამ გაურკვევლობაში გამოცხადება, რომ საჭიროა კიდევ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, არის ჩემი აზრით სერიოზული შეცდომა"- ამბობს მამუკა ხაზარაძე