21.მარტი .2020 15:26

საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, ტრანსპორტის გადაადგილება არ იზღუდება

views 634
უკან

ამ ეტაპზე სატრანსპორტო გადაადგილება არ იზღუდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

„სატრანსპორტო გადაადგილება ამ ეტაპზე არ იზღუდება. ჩვენ ვენდობით ჩვენი მოქალაქეების მაღალ საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას. ჩვენ უნდა ვიყოთ სახლში. ვზღუდავთ საცალო მოხმარების ბიზნესის ნაწილს, მაგრამ ყველა უნდა დავრჩეთ სახლში. თუ შევამჩნიეთ, რომ ქალაქში და საქალაქთაშორისო მობილურობა მაინც არ მცირდება, შემდგომ უფრო მკაცრ ნაბიჯებსაც მივიღებთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა