მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ტექდათვალიერების გაუვლელობაზე მოქალაქეები არ დაჯარიმდებიან

5e79d2a0e36db
ინგა მურუსიძე
24.03.20 13:26
3638

საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ტექდათვალიერების გაუვლელობის გამო ჯარიმები არ გამოიწერება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მედია დაინტერესდა, რა უნდა ქნან ავტომანქანების მძღოლებმა იმ შემთხვევაში, როცა ტექდათვალიერების ცენტრმა დაუხარვეზა მანქანა, თუმცა კონკრეტული ნაწილის ყიდვა ვერ ხერხდება, რადგან ე.წ. პროფილაქტიკები დაკეტილია.

„პირველ რიგში, ჩვენ დავუშვით და არ აგვიკრძალია ტექდათვალიერების მომსახურეობის სერვისები და ისინი ჩვეულებრივ განაგრძობენ მუშაობას. რაც შეეხება ჯარიმებს, ჩვენ შევთანხმდით, რომ ამ ეტაპზე ჯარიმები არ დაეკისრებათ და შეუძლიათ მშვიდად იყვნენ, მაგრამ ეს იმოქმედებს მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის დროს“, - განაცხადა თურნავამ.