მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 80 ახალი ფაქტი გამოვლინდა - შსს

5eb506fced392
ინგა მურუსიძე
08.05.20 11:15
753
ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 80 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

როგორც bm.ge-ს შს სამინისტროდან აცნობეს, პოლიციამ, 7 მაისის 21:00 საათიდან 8 მაისის 06:00 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე 74 მოქალაქე დააჯარიმა. 

გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვის და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 5 მოქალაქე დააჯარიმეს.

სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კიდევ 1 პირი დააჯარიმეს.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.