მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საგანგებო მდგომარეობისას გამარტივებული შესყიდვებით ყველაზე მეტი თანხის მხარჯავი უწყებები - TI

5f0485e97071a
ვიქტორია მღებრიშვილი
07.07.20 21:00
1553
საერთაშორისო გამჭირვალობა საქარველოს კვლევამ ის უწყებები გამოავლინა, რომლებმაც საგანგებო მდგომარეობის დროს გამარტივებული შესყიდვებით ყველაზე მეტად სარგებლობდნენ.

კვლევის მიხედვით, 21 მარტი - 22 მაისის პერიოდში გამარტივებული შესყიდვების გზით ყველაზე მეტი თანხა დახარჯა:

• ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ - 19.9 მლნ ლარი. მათ შორის: 18.0 მლნ ლარი - სასტუმროების დაქირავებაზე, 855 ათასი ლარი - სამედიცინო მოწყობილობებზე, ხოლო 800 ათასი ლარი - საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურებაზე;
• თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ - 10.4 მლნ ლარი დახარჯა, საიდანაც 10 მლნ ლარამდე სატრანსპორტო საშუალებების შეკეთების და ტექნიკური მომსახურების შესყიდვაზე მოდის;
• ჯანდაცვის სამინისტრომ - 9.4 მლნ ლარი დახარჯა. ყველაზე მეტი თანხა 8.2 მლნ ლარამდე სამედიცინო მოწყობილობებზე დაიხარჯა, ხოლო 1 მლნ ლარი ფარმაცევტულ პროდუქტებზე, ხოლო 190 000 ლარი საჰაერო ტრანსპორტის მომსახურებაზე დაიხარჯა.
• ქ. თბილისის მერიის ტრანსპორტის განვითარების სააგენტომ - 7.7 მლნ ლარი დახარჯა, საიდანაც 6.0 მლნ ლარამდე სხვადასხვა სატრანსპორტო მოწყობილობის და სათადარიგო ნაწილების შეძენაზე დაიხარჯა.
• აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა - 4.9 მლნ ლარი, მათ შორის 4.4 მლნ სასტუმროების დაქირავებაზე მიიმართა.


საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოში შედარებისთვის აღნიშნავენ, რომ მთელი 2019 წლის განმავლობაში გამარტივებული შესყიდვების გზით ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 14.0 მლნ ლარამდე დახარჯა, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა 2.2 მლნ ლარამდე. რაც შეეხება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 2019 წლის განმავლობაში გამარტივებული შესყიდვების გზით დახარჯულ თანხას, ეს რიცხვი 2.5 მლნ ლარს შეადგებს და თითქმის 4-ჯერ ნაკლებია საგანგებო მდგომარეობის 2 თვიან პერიოდში დახარჯულ თანხაზე.