21.მარტი .2020 14:20

საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული შეზღუდვები მედიას არ შეეხება – პრემიერი

views 478
უკან

საქართველოში 21 აპრილამდე, ანუ ერთი თვით საგანგებო მდგომარეობა ცხადდება. ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და ჩამოთვალა ის შეზღუდვები, რაც ამ ვითარებაში იქნება დაწესებული.

როგორც პრემიერმა განმარტა, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმით გათვალისწინებული შეზღუდვები მედიაზე არ გავრცელდება.

"საგანგებო მდგომარეობა, რომელიც გამოცხადებულია, არ ეხება მედიას. მედიის მიმართ ერთადერთი მოთხოვნაა, დავიცვათ პირადი უსაფრთხოება და ვიზრუნოთ ჯანმრთელობაზე", – განაცხადა პრემიერმა.

პრემიერმა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის შემოღებისთვის პრეზიდენტს უკვე მიმართა და ამ რეჟიმის სრული შინაარსი უახლოეს საათებში გამოქვეყნდება. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა