მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საგანგებო რეჟიმის დროს გამოწერილი ჯარიმების ჩამოწერის საკითხი არ დგას - ოხანაშვილი

5ea1582614162
ელენე გოგბერაშვილი
23.04.20 13:00
1988
პარლემენტი დღეს იმსჯელებს საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ რა მოცულობის ჯარიმა დაეკისრებათ პირებს, რომლებიც კარანტინისა და თვითიზოლაციის წესებს დაარღვევენ.

მოქმედი კანონის მიხედვით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარის ოდენობით.

საკანონმდებლო ორგანოში წარდგენილი ცვლილებების პროექტი საჯარიმო სანქციების ფიზიკური პირის შემთხვევაში 2000 ლარამდე , იურიდიული პირის შემთხვევაში კი 10 ათას ლარამდე შემცირებას ითვალისწინებს. აღნიშნულ პროექტს დღეს დეპუტატები პლენარულ სესიაზე უყრიან კენჭს.

რაც შეეხება საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის უკვე გამოწერილს ჯარიმებს, როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი, ანრი ოხანაშვილი აცხადებს, ამნისტიის გამოცხადების საჭიროება დღის წესრიგში არ დგას.

„არ დგას დღის წესრიგში არანაირი ამნისტიის გამოცემა იმ პირების მიერ ჩადენილი ქმედებებისთვის, ვინც დაარღვიეს საგანგებო რეჟიმი, ან დაარღვიეს კარანტინის და იზოლაციის წესი საგანგებო და საომარი რეჟიმის დროს და ამით საფრთხე შეუქმნეს ჩვენი მოქაალქეების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას“-განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, საგანგებო რეჟიმი ქვეყანაში 22 მაისამდე მოქმედებს.