მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საგანგებო სამსახური თეთნულდზე დაკარგულ უკრაინელ ტურისტს ეძებს

5e4262f07bdcc
ვიქტორია მღებრიშვილი
11.02.20 12:20
1003
საგანგებო სამსახური თეთნულდზე დაკარგულ უკრაინელ ტურისტს ეძებს, - ამის შესახებ BM.GE-ის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.

უწყების ინფორმაციით, უკრაინელი ტურისტის სამძებრო სამუშაობის საგანგებო სამსახურში დღეს დილით შესული ზარის შემდეგ ხორციელდება.

„დილით დაფიქსირდა შეტყობინება, რომ ტურისტების ჯგუფი ვერ პოულობს ერთ უკრაინელ ტურისტს და სამაშველო ჯგუფი გავიდა საძიებო ოპერაციაზე“, - აცხადებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

მათივე ინფორმაციით, გუშინ თეთნულდზე ჩამოწოლილმა ზვავმა მხოლოდ 1 ჩეხი ტურისტი მოიყოლა, რომლის ზვავიდან ამოყვანა მაშინვე მოხდა. ტურისტს ზედა კიდური ჰქონდა დაზიანებული.