24.მარტი .2020 17:40

საგანმანათლებლო პროცესთან დაკავშირებით ამოქმედებული შეზღუდვები - განმარტება

views 139
უკან

საგანმანათლებლო დაწესებულებებში 21 აპრილამდე შეჩერდა სასწავლო პროცესი; ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში შესაძლებელია დისტანციური სწავლება, თუ კი ეს ტექნიკურად შესაძლებელია,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, 21 აპრილამდე საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების ადმინისტრაციები ვალდებულნი არიან, გადავიდნენ დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე, თუ მათი ადგილზე წარმოდგენა არ არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი.

„აიკრძალა ყველა სახის ტრენინგი, კონფერენცია და სემინარი. ისინი დასაშვებია მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში. შესაძლებლობის ფარგლებში, დასაშვებია ავტორიზაციის და აკრედიტაციის, ასევე, პროფესიული მომზადების და გადამზადების წესებით მოთხოვნილი ადმინისტრაციული წარმოების დისტანციურად წარმართვა. ასეთ შემთხვევაში ადმინისტრაციული წარმოების ვადები შეჩერებულად ჩაითვლება, ვიდრე არ დასრულდება საგანგებო მდგომარეობა,“- აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა