მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევა

62678d7c5c684
BM.GE
26.04.22 10:06
610
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი მიმდინარე წლის 26-27 აპრილს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა.

როგორც bm.ge-ს სამინისტროდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს გამართავს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან ალი ასადოვთან, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან საჰიბა გაფაროვასთან და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან ჯეიჰუნ ბაირამოვთან.

ვიზიტის ფარგლებში განხილული იქნება საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები.