მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საგარეო საქმეთა მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა

601048a9f3b33
თამთა ჯიჯავაძე
26.01.21 20:49
668
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

"მიმდინარე წლის 23 იანვარს, ინფიცირებულთან კონტაქტის შემდგომ, თვითიზოლაციაში გადავედი. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, გავიკეთე PCR ტესტი. შედეგად, COVID-19 ინფექცია მეც დამიდასტურდა. ამ ეტაპზე თავს კარგად ვგრძნობ. ყველანაირი პროტოკოლის დაცვით, სახლში ვმკურნალობ. იმედს ვიტოვებ, ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს მალე დავუბრუნდები. ყველას დიდი მადლობა გულშემატკივრობისთვის. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და რისკების თავიდან აცილების მიზნით, მაქსიმალურად დავიცვათ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები", - წერს ზალკალიანი.