02.თებერვალი .2020 10:58

საგარეო საქმეთა სამინისტრო: დავით ზალკალიანი ოფიციალური ვიზიტით ვაშინგტონს ეწვევა

views 413
უკან

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, დავით ზალკალიანი 2020 წლის 4-7 თებერვალს ვაშინგტონს ეწვევა, სადაც ამერიკის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს მიწვევით მონაწილეობას მიიღებს რელიგიის თავისუფლების კოალიციის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში.

'ვიზიტის ფარგლებში დავით ზალკალიანი შეხვედრებს გამართავს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში, კონგრესში, ასევე ექსპერტულ წრეებთან,"- ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სამინისტროს განცხადებაში არაა დაკონკრეტებული თუ რომელ კონგრესმენებთან გეგმავს მინისტრი შეხვედრას.

შეგახსენებთ, რომ უკანასკნელ პერიოდში კონგრესისა და სენატის წევრებმა პრემიერ-მინისტრს ოფიციალური წერილებით მიმართეს და საქართველოს მთავრობას დაპირებული პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღებისკენ მოუწოდეს.



მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა