მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საგარეო საქმეთა სამინისტრო: სამშობლოში დაბრუნდა საქართველოს 5000-მდე მოქალაქე

5e89bd9b701ae
თელარა გელანტია
05.04.20 15:15
1371
საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით, სამშობლოში დაბრუნდა  საქართველოს 5000-მდე მოქალაქე. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

მოქალაქეების ორგანიზებული დაბრუნება მოხდა შემდეგი ქვეყნებიდან: ჩინეთი, იტალია, ირანი,
პოლონეთი, ბულგარეთი, გერმანია, საბერძნეთი, ბელარუსი, ნიდერლანდები, ეგვიპტე, აზერბაიჯანი და სომხეთი.

ამასთან, როგორც დღეს გახდა ცნობილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, საზღვარგარეთ მყოფი თანამემამულეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების მიზნით, საკოორდინაციო საბჭომ განსაზღვრა დამატებითი რეისები შემდეგი მიმართულებით:

16 აპრილი - პარიზი-თბილისი;
18 აპრილი - თელავივი-თბილისი;
21 აპრილი - რომი-თბილისი;

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ რეისებს განახორციელებს კომპანია „Georgian Airways”. ავიარეისებზე ბილეთები გაიყიდება რეისის თარიღამდე 2 დღის ადრე, კომპანიის ვებ-გვერდზე, ბილეთის ფასი განსაზღვრულია 199 ევრო.

მგზავრობა განხორციელდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროტოკოლით. საქართველოში ჩამოსული ყველა მგზავრი გაივლის 14 დღიან სავალდებულო კარანტინს.

საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული რეისებიდან ასევე განხორციელდება შემდეგი ფრენები:

7 აპრილი - ათენი-თბილისი;
10 აპრილი - ლარნაკა - თბილისი;
12 აპრილი - ბერლინი-თბილისი;
14 აპრილი - ამსტერდამი-თბილისი.