საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ქართული მხარისა და უკრაინის დროებითი რწმუნებულის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინულ მხარეს უწყებაში მისვლისას უნდა წარედგინა მტკიცებულებები ბრალდებაზე, რომელიც მათ საქართველოს წინააღმდეგ გააჟღერეს. კერძოდ, უკრაინა საქართველოს ბრალს სდებს, რომ ქვეყნის ტერიტორია შეიძლება გამოყენებულ იქნას სანქცირებული რუსეთისთვის ტვირთების კონტრაბანდული გზით მიწოდებისთვის.
საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია აცხადებს, რომ უკრაინის მიერ გაკეთებული განცხადებები ორი ქვეყნის ურთიერთობას აზარალებს. მისივე თქმით, უკრაინის დროებით წარმომადგენელს საქართველოში დეზინფორმაციის გავრცელებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდეს.
„გუშინ საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა უკრაინის დროებით რწმუნებულთან შეხვედრა, რა დროსაც ქართულმა მხარემ შეშფოთება გამოთქვა იმ დაუსაბუთებელ ბრალდებებზე, თითქოსდა საქართველოს მხრიდან რუსეთში სანქცირებული საქონლის გატანის შესახებ.
ჩვენ კატეგორიულად მოვთხოვეთ უკრაინულ მხარეს წარმოადგინოს აღნიშნული ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რაც უკრაინელი დიპლომატის მხრიდან შეხვედრაზე წარმოდგენილი არ ყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ იგი წინასწარ ჩავაყენეთ საქმის კურსში აღნიშნული შეხვედრის შინაარსზე. შეხვედრაზე ხაზი გაესვა მსგავსი ტიპის ბრალდებებისა და განცხადებების დესტრუქციულ ხასიათს და აღინიშნა, რომ ეს ერთმნიშვნელოვნად აზიანებს ჩვენი ქვეყნების ურთიერთობებს და დიდ რისკს შეიცავს მათ შორის საქართველოს უსაფრთხოებისა და რეპუტაციის თვალსაზრისით. უკრაინელ დიპლომატს მოეწოდა ქართული მხარის შესაბამისი კომპეტენტური უწყების პოზიციები აღნიშნულთან დაკავშირებით, მეტიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან გაკეთდა დამატებითი განმარტებები, მათ შორის მსგავს თემებზე თბილისის მხრიდან პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციის და თანამშრომლობის შესახებ.
სამწუხაროა, რომ კვლავ მოვისმინეთ უკრაინული მხარის მიერ მსგავსი ტიპის განცხადება, მით უფრო იმის ფონზე, რომ საქართველომ ოფიციალურად მოითხოვა კონკრეტული მტკიცებულებების წარმოდგენა კონტრაბანდული ტვირთების საქართველოს ტერიტორიაზე შესაძლო გავლის თაობაზე. მსგავსი ტიპის განცხადებები ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებს აზარალებს, ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნების მიმართ მტრული ნარატივების გავრცელებას და აზიანებს ქვეყნების უსაფრთხოებას. ამასთანავე, ქართული მხარე სთხოვს უკრაინულ მხარეს ამგვარი უსაფუძვლო განცხადებებით ნუ მოახდენს დეზინფორმაციის ინსტრუმენტალიზაციას და ნარატივების ტირაჟირებას, რაც ნამდვილად არ შედის ჩვენი ქვეყნების და ჩვენი ხალხის ინტერესებში და ხელს უწყობს გარე ძალებს დამატებითი პროვოკაციებისთვის. ამასთან, მინდა ხაზი გავუსვა, რომ საქართველო განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას როგორც პოლიტიკური ასევე პრაქტიკული თვალსაზრისით, ორმხრივ და საერთაშორისო ფორმატებში“, - ამბობს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველოს მიერ გავრცლებული ინფორმაციით, რუსეთი სანქციების თავის არიდების მიზნით, სხვადასხვა ტვირთების, მათ შორის სამხედრო საქონლის გადაზიდვისთვის კონტრაბანდულ გზებს საქართველოს ტერიტორიის გავლით ქმნის. ამ განცხადებას, საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა უპასუხა. უწყებაში აღნიშნეს, რომ ბრალდების დასამტკიცებლად საქართველო უკრაინისგან კონკრეტულ მტკიცებულებებს ელის. დმიტრო კულებას თქმით, უკრაინა საქართველოსგან კონკრეტულ მტკიცებულებებს ელოდება, რომ ის რუსეთს კონტრაბანდული საქონლის გატარებაში არ ეხმარება. 5 სექტემბერს კი უკრაინის საგარეო საქმეტა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ უკრაინა საქართველოსგან კონკრეტულ მტკიცებულებებს ელოდება, რომ ის რუსეთს კონტრაბანდული საქონლის გატარებაში არ ეხმარება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი