მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საგარეო უწყება ირანში გამგზავრების მსურველთა საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს

5faae9bacf6d3
თამთა ჯიჯავაძე
10.11.20 23:26
993
ირანის ისლამურ რესპუბლიკაში გამგზავრების მსურველთა საყურადღებოდ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტი ინფორმაციას ავრცელებს.

უწყების ცნობით, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში შესასვლელად, საქართველოს მოქალაქემ უნდა იქონიოს ბოლო 96 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი შედეგი.

"აღნიშნული დოკუმენტი უნდა იყოს ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და დამოწმებული ადგილობრივი ჯანდაცვის სისტემის შემადგენელი უწყების მიერ. უცხოელს, რომელიც ვერ წარმოადგენს საზღვარზე ზემოხსენებულ საბუთს, არ მიეცემა ირანში შესვლის უფლება", – აღნიშნულია ინფორმაციაში.