21.სექტემბერი .2021 00:00

საგარეო ვალი $8.05 მილიარდამდე გაიზარდა - რომელი ქვეყნების ვალი აქვს საქართველოს

საგარეო ვალი $8.05 მილიარდამდე გაიზარდა - რომელი ქვეყნების ვალი აქვს საქართველოს
views 887
უკან

ფინანსთა სამინისტრომ საგარეო ვალის ახალი სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო საგარეო ვალის მოცულობა 2021 წლის 31 აგვისტოსთვის $8.05 მილიარდს შეადგენდა. წინა თვესთან შედარებით, სახელმწიფო ვალის მოცულობა აგვისტოში $45 მილიონით გაიზარდა. უფრო კონკრეტულად კი ვალის ზრდა $45 მილიონით დაფიქსირდა ევროპის საინვესტიციო ბანკთან მიმართებით, რომლიდანაც აგვისტოში საქართველომ სავარაუდოდ ვალის ახალი ტრანში მიიღო.

2021 წლის აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი ასე ნაწილდებოდა:

● მსოფლიო ბანკი (IDA და IBRD) - $2,205,346,000;
● აზიის განვითარების ბანკი (ADB) - $1,754,555,000;
● ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) - $855,984,000;
● გერმანია - $713,484,000;
● საფრანგეთი - $559,091,000;
● ევროობლიგაცია 2021 - $500,000,000;
● "ეროვნული ბანკის ვალი საერთაშორისო სავალუტო ფონდისადმი (IMF)" - $479,974,000;
● ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) - $236,840,000;
● მთავრობის ვალი საერთაშორისო სავალუტო ფონდისადმი (IMF) - $209,366,000;
● იაპონია - $198,996,000;
● აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) - $189,772,000;
● ევროგაერთიანება (EU) - $156,886,000;
● სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD) - $37,893,000;
● რუსეთი - $31,570,000;
● ავსტრია - $17,757,000;
● ამერიკა - $14,711,000;
● კუვეიტი - $8,686,000;
● თურქეთი - $8,529,000;
● ყაზახეთი - $5,374,000;
● აზერბაიჯანი - $4,400,000;
● სომხეთი - $4,210,000;
● ირანი - $3,265,000;
● ევროსაბჭოს განვითარების ბანკი (CEB) - $3,176,000;
● სკანდინავიური გარემოსდაცვის საფინანსო კორპორაცია (NEFCO) - $2,217,000;
● ჩინეთი - $464,000;
● ნიდერლანდები - $231,000;
● თურქმენეთი - $211,000;
● უზბეკეთი - $26,000;
● უკრაინა - $24,000;

2021 წლის 31 აგვისტოს საქართველოს მთავრობამ “ვალის შემცირების” მოტივით “უარი თქვა” ევროკავშირის მაკრო-ფინანსური დახმარების მეორე პაკეტზე, რომლითაც ქვეყანას 75 მილიონი ევროს 15-წლიანი შეღავათიანი კრედიტი (0.12%-ის განაკვეთით) უნდა მიეღო. მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ეს ვალი წინაპირობიანი იყო და მის მისაღებად საქართველოს სასამართლო სისტემის ძირეული რეფორმები უნდა გაეტარებინა, ამავე ვალდებულებას ითვალისწინებდა ე.წ. “შარლ მიშელის შეთანხმებაც”, თუმცა საქართველოს მთავრობამ ივლისში ამ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებაზე უარი თქვა და მისგან გავიდა. იმის გამო, რომ საგარეო ვალით გათვალისწინებული რეფორმები არ შესრულდა აღნიშნულ მაკრო-ფინანსურ დახმარებას საქართველო ისედაც ვერ მიიღებდა, რაც 31 აგვისტოსვე ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებითაც ნათლად დადასტურდა. თუმცა, მთავრობამ საგარეო ვალზე უარი წინასწარვე თქვა და ვალის შემცირების მოტივი დაასახელა.

ფაქტი, რომ აგვისტოში საქართველომ EIB-ის 45-მილიონიანი ტრანში უპრობლემოდ მიიღო და მასზე უარი არ უთქვამს, ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ევროკავშირის მაკრო-ფინანსურ დახმარებაზე “უარი” თავიდან ბოლომდე პოლიტიკურ ნაბიჯს წარმოადგენდა და მას “ვალის შემცირების” მოტივთან კავშირი არ აქვს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა