მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საგარეო ვალი ისტორიულ მაქსიმუმზეა - ქვეყანა არათუ - წინ, არამედ უკან მიდის"

5d95b8df9678f
ელენე გოგბერაშვილი
03.10.19 13:15
1531
საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი შეაფასა.

მამუკა ხაზარაძე ყურადღებას საგარეო ვალზე ამახვილებს და აცხადებს, რომ 2020 წლის ბიუჯეტის პროექტით ქვეყანის საგარეო ვალი ისტორიულ მაქსიმუმზეა და ის არ ემსახურება ქვეყნის ეკონომიკის და ბიზნესის განვითარების მიზანს. შესაბამისად, ქვეყანა არ ვითარდება და წინ არ მიდის.

„ბიუჯეტი დგება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის, შეიძლება ითქვას, 9%-ის მიერ. ეს არის დაახლოებით, 350 ათასი დასაქმებული ადამიანი, რომელიც ავსებს ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტს. შესაბამისად, არსებობს კითხვები, რომელსაც ჩვენ პასუხი უნდა გავცეთ.

წარმოდგენილ ბიუჯეტში ქვეყნის ვალი გაიზარდა 2,5 -ჯერ. ციფრებში ეს ასე გამოიყურება: თუ 2012 წელს ჩვენი საგარეო ვალი იყო 9,1 მლრდ ლარი, 2020 წელს ეს ვალი იქნება 22,5 მლრდ ლარი.  ეს არის ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ისტორიული მაქსიმუმი, როცა ჩვენი ქვეყნის მშპ-ს თითქმის ნახევარი, 45% არის ვალი.

ერთი მხრივ, ვალის აღება უნად ემსახურებოდეს ქვეყნის ბიზნესის განვითარებას და ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ თუ მშპ 2012 წლიდან 2020 წლამდე საერთოდ არ იცვლება და დგას იგივე ნიშნულზე, ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა არათუ წინ მიდის, არამედ მიდის უკან, რადგან გაჩერება იმ სიტუაციაში, რაც მსოფლიოში ხდება, თუნდაც ჩვენს რეგიონში, ნიშნავს უკან წასვლას.

უფრო ზუსტები რომ ვიყოთ, მშპ-თან მიმართებით ერთ სულ მოსახლეზე სახელმწიფო ვალი 2012 წელს იყო 2500 ლარი, 2019 წელს იყო 5500 ლარი და 2020 წელს იქნება 6000 ლარი.

პრაქტიკულად თუ შევხედავთ იმ კუთხით, რომ ეს ბიუჯეტი ჩვენია ანუ ჩვენი ფორმირებულია და ვავსებთ ამ ბიუჯეტს, პრაქტიკულად, ეს ხელუსუფლება ჩვენ თითოეულ ჩვენთაგანს გვიზრდის ვალს და ეს არის პროგრესული.

ამას რომ მოჰყვებოდეს სამუშაო ადგილების შექმნა, ამას რომ მოჰყვებოდეს ეკონომიკის ზრდა, ამას რომ მოჰყვებოდეს თუნდაც საშუალო ხელფასის ზრდა, რომელიც არ შეცვლილა - თუ ვალუტასთან მიმართებაში გადავიანგარიშებთ, 2012 წლიდან მოყოლებული, თუ ამას დავამატებთ იმას, რომ პენსიას თუ ვალუტაში გადავიყვანთ არათუ მატულობს, არამედ კლებადია... მაგალითად ფაქტს გეტყვით, 2012 წელს გადაანგარიშებული პენსია ვალუტასთან მიმართებაში იყო 95 დოლარი, 2019 წელს ეს არის 80 დოლარი.

ანუ ეს არის სულ ფიქცია, როცა პენსიონერებს ეუბნებიან, თქვენ დაგიმატებთ 30 ლარს. ეს არის მათი მოტყუება იმიტომ, რომ რეალურად ესენი ცხოვრების დონეს იუარესებენ და ეს ბიუჯეტი თამამად შეიძლება ითქვას, რომ არის მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ დაწერილი, რომ "ოცნებამ" კიდევ ერთხელ შეინარჩუნოს ძალაუფლება და ქვეყანა ამყოფოს გაუბედურებელ მდგომარეობაში", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.