მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საგარეო ვალი მცირდება - ვისი კრედიტები აქვს აღებული საქართველოს?

6458a9cb22527
შოთა ტყეშელაშვილი
08.05.23 12:10
8117
ფინანსთა სამინისტრომ 2023 წლის მარტის მდგომარეობით საქართველოს საგარეო ვალის ამსახველი სტატისტიკა გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, გასულ თვეში საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა დოლარებში 8.47 მილიარდი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 390 მილიონი დოლარით მეტია, თუმცა, დოლართან და ევროსთან ლარის გამყარების გამო ეროვნულ ვალუტაში გამოსახული ვალის მოცულობა 21.69 მილიარდი ლარია, რაც წლიურად 3.3 მილიარდით არის შემცირებული.

საქართველოს საგარეო ვალში პირველ ადგილზე აზიის განვითარების ბანკის კრედიტია, რომლებიც ქვეყანამ უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებისთვის აიღო. მეორე ადგილზეა მსოფლიო ბანკის ჯგუფი, რომლის კრედიტებიც ასევე ძირითადად ინფრასტრუქტურულ პროექტებს ხმარდება. მესამე ადგილზეა ევროპის საინვესტიციო ბანკი.

დონორების რეიტინგი:

● აზიის განვითარების ბანკი (ADB) - 2.09 მილიარდი დოლარი;
● მსოფლიო ბანკის ჯგუფი - 1.99 მილიარდი დოლარი;
● ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) - 1 მილიარდი დოლარი;
● საფრანგეთი - 748 მილიონი დოლარი;
● გერმანია - 642 მილიონი დოლარი;
● ევრობონდი - 500 მილიონი დოლარი;
● ეროვნული ბანკის ვალი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმართ (IMF) - 433 მილიონი დოლარი;
● ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) - 233 მილიონი დოლარი;
● აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) - 200 მილიონი დოლარი;
● მთავრობის ვალი IMF-ის მიმართ - 198 მილიონი დოლარი;
● იაპონია - 154 მილიონი დოლარი;
● ევროგაერთიანება (EU) - 145 მილიონი დოლარი;
● სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD) - 37 მილიონი დოლარი;
● რუსეთი - 19 მილიონი დოლარი;
● ავსტრია - 15 მილიონი დოლარი;
● ევროსაბჭოს განვითარების ბანკი (CEB) - 13 მილიონი დოლარი;
● ქუვეითი - 12 მილიონი დოლარი;
● ამერიკის შეერთებული შტატები - 10.5 მილიონი დოლარი;
● თურქეთი - 5.3 მილიონი დოლარი;
● ყაზახეთი - 3.0 მილიონი დოლარი;
● აზერბაიჯანი - 2.7 მილიონი დოლარი;
● სომხეთი - 2.4 მილიონი დოლარი;
● სკანდინავიური გარემოსდაცვის საფინანსო კორპორაცია (NEFCO) - 2.0 მილიონი დოლარი;
● ირანი - 2.0 მილიონი დოლარი.