მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საგურამოში $8 მლნ-იანი ინვესტიციით პრემიუმ კლასის დასახლება მოეწყობა

617c5407f0443
მარიამ იზორია
30.10.21 00:00
1931
საგურამოში $8-მლნ-იანი ინვესტიციით პრემიუმ კლასის დასახლება მოეწყობა. „მგზავრების უბანი საგურამოში“, რომელიც, საბოლოოდ, 5 ჰა მიწაზე 140 კერძო სახლს, აუზს, კალათბურთისა და ფეხბურთის მოედნებს, ბავშვებისთვის განკუთვნილ სკვერსა და კვების ობიექტს გააერთიანებს, სასტუმროების ქსელ „მგზავრებისა“ და ავეჯის მწარმოებელი ქართული კომპანიის „ჰოუმმეიდის“ ერთობლივი პროექტია.

როგორც „მგზავრების“ დამფუძნებელი დავით ცერცვაძე bm.ge-სთან აცხადებს, პრემიუმ კლასის დასახლებაში კვადრატული მეტრი საცხოვრებლის ფასი $700-1 000 მერყეობს. მისივე თქმით, ამ ეტაპისთვის ადგილზე უკვე 20 სახლის მშენებლობაა დაწყებული.

„მგზავრების უბანი საგურამოში“ დასრულებულ სახეს დაახლოებით ერთ წელში მიიღებს, მანამდე კი ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს სახლის 10 პროექტიდან მისთვის სასურველი შეარჩიოს და შეძენიდან 6-თვეში უკვე ცხოვრებასაც შეძლებს.

„ჩვენ მომხმარებელს თბილისიდან 20 წუთის სავალ გზაზე, კერძო სახლს თავისი ინფრასტრუქტურით ვთავაზობთ, პანდემიის პერიოდში ადამიანებმა მეტად დააფასეს კერძო სახლები და ასეთი დასახლებები, მათ ქალაქში ცხოვრება აღარ მოსწონთ და ურჩევნიათ ქალაქთან ახლოს, შედარებით მშვიდ გარემოში იყვნენ. აღსანიშნავია, რომ მომხმარებელზე მორგებული ფასები გვაქვს, ყველაზე პატარა, 2-საძინებლიანი სახლი შეიძლება $70 000 დაჯდეს, აღნიშნულ ფასში სრულიად დასრულებული გარე ფასადი, ეზო და თეთრი კარკასი შედის, სურვილის შემთხვევაში გავარემონტებთ და ავეჯითაც მოვუწყობთ, ინვესტიციას კომპანიის კაპიტალით და ასევე გაყიდული სახლებიდან მიღებული თანხით ვახორციელებთ, დიდი პროექტია, რომელიც ამ ეტაპისთვის 30 ადამიანს ასაქმებს, თანდათან კი მათ რაოდენობას გაზრდის“, - აცხადებს დავით ცერცვაძე.