07.დეკემბერი.2018 11:47
ეკონომიკა, ბიზნესი

საგზაო ბიტუმისა და გათხევადებული აირების მოხმარება მცირდება, საავიაციო ნავთის - იზრდება

საგზაო ბიტუმისა და გათხევადებული აირების მოხმარება მცირდება, საავიაციო ნავთის - იზრდება
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, 2018 წლის ნოემბრის თვეში საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 9,0 ათასი ტონა, რაც 0,7 ათასი ტონით მეტია ოქტომბრის თვის მაჩვენებელთან (8,3 ათასი ტონა) შედარებით.

მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბრის თვეების განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 92,6 ათასი ტონა, რაც 8,7 ათასი ტონით ანუ 10,4%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, ქვეყნების მიხედვით, 2018 წლის 11 თვის განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქმენეთიდან - 55,7 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 60,2%-ს შეადგენს. შემდეგ მოდის: საბერძნეთი - 28,7 ათასი ტონა (31,0%) და სხვა.

საავიაციო ნავთის იმპორტი და შესაბამისად, მოხმარება მნიშვნელოვნად იზრდება, რაც დაკავშირებულია საქართველოში საერთაშორისო რეისების განმახორციელებელი საჰაერო სატრანსპორტო საშუალებების რეისების ზრდასთან, რომელიც თავისთავად უკავშირდება საქართველოში ვიზიტორებისა და ტურისტების მატებას.

2018 წლის ნოემბრის თვეში საქართველოში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 10,4 ათასი ტონა, რაც 5,1 ათასი ტონით ნაკლებია წინა თვის მაჩვენებელთან (15,5 ათასი ტონა) შედარებით. აქედან იმპორტის მთელი ოდენობა მოდის ირანის ისლამურ რესპუბლიკაზე.

მიმდინარე წლის 11 თვის განმავლობაში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 93,6 ათასი ტონა, რაც 5,2 ათასი ტონით ანუ 5,3%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. აქედან იმპორტის 99,1% მოდის ირანის ისლამურ რესპუბლიკაზე.

სანავთობო ბიტუმი ძირითადად გამოიყენება გზების მშენებლობაში. იმპორტის კლება პირდაპირ უკავშირდება შედარებით ნაკლები მოცულობის საგზაო სამუშაოების შესრულებას გასულ წელთან შედარებით.

2018 წლის ნოემბრის თვეში საქართველოში გათხევადებული აირების პროპან-ბუტანის ნაერთის (LPG) იმპორტმა შეადგინა 0,9 ათასი ტონა, რაც 0,2 ათასი ტონით ნაკლებია ოქტომბრის თვის მაჩვენებელთან (1,1 ათასი ტონა) შედარებით.

მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბრის თვეებში გათხევადებული აირების პროპან-ბუტანის ნაერთის (LPG) იმპორტმა შეადგინა 12,8 ათასი ტონა, რაც 0,9 ათასი ტონით ანუ 6,6%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

LPG გამოიყენება საყოფაცხოვრებო დანიშნულების მიზნით, ავტომობილების გამართვისათვის და სამრეწველო დანიშნულებით. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში საავტომობილო დანიშნულებით აღნიშნული პროდუქტის მოხმარება იზრდება იქიდან გამომდინარე, რომ წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნადაა გაზრდილი ავტომობილების რაოდენობა (დაახლოებით 4 ათას ერთეულამდე), რომლებიც თხევად აირზე მოძრაობს და ამავე დროს გაზრდილია გაზგასამართი სადგურების რაოდენობა ქვეყანაში, საერთო ჯამში აღნიშნული პროდუქციის იმპორტი და მოხმარება მცირდება.

24.მაისი.2019 12:31
78

საქართველოს მოქალაქეებმა I კვარტალში უცხოეთში ვიზიტებზე 359 მილიონი ლარი დახარჯეს

ვრცლად
24.მაისი.2019 12:12
118

სებ-ის პრეზიდენტი: ლარის კურსის რყევასთან დაკავშირებით არასწორი ანალიზი კეთდება

ვრცლად
24.მაისი.2019 12:00
285

რა შემთხვევაში მიიღებენ სტარტაპები 650 000 ლარს?

ვრცლად
24.მაისი.2019 11:20
290

ქობულიას კრიტიკის „შედეგი“ – 27 მაისს დავით საგანელიძე პარლამენტში მივა

ვრცლად
24.მაისი.2019 11:00
124

ნიკა გაგუა ლარის კურსზე: ეს არის მერყეობები, რომლის თავიდან აცილებაც რთულია

ვრცლად
24.მაისი.2019 11:00
32

ტექნიკური უნივერსიტეტი გლობალიზაციისა და ბიზნესის თანამედროვე გამოწვევებზე კონფერენციას მასპინძლობს

ვრცლად