13.იანვარი .2023 20:29

“საჰაერო გადაზიდვებზე ფასები 50%-ით არის გაზრდილი- კლებას არ ველოდებით”-CAMEX AIRLINES

“საჰაერო გადაზიდვებზე ფასები 50%-ით არის გაზრდილი- კლებას არ ველოდებით”-CAMEX AIRLINES
views 522
უკან

გადამზიდავი კომპანიები ტარიფების ზრდაზე პანდემიის შემდეგ საუბრობენ. მათი თქმით, ფასების ზრდა საჰაერო გადაზიდვებზე ძირითადად ინფლაციური პროცესებით იყო გამოწვეული.

როგორც CAMEX AIRLINES-ის დირექტორი გიორგი სეთურიძე აცხადებს, მნიშნელოვანი გავლენა ჰქონდა საავიავიო საწვავის გაძვირებასაც. მისი განმარტებით, გაზრდილი ტარიფების კლება ჯერ მოსალოდნელი არ არის.


“ფასები 50%-ით უფრო მაღალი რჩება და დარჩება სავარაუდოდ ყველანაირი პროგნოზის მიხედვით. ეს არის ინფლაციის ბრალი, ძალიან ავიაკომპანიებს 
ბევრი ხარჯი აქვთ. 

გაძვირდა საწვავი. ასე რომ ტენდენციები ამ მიმართულებით მიდის სტაბილიზაციისკენ, თუმცა უფრო რეალური სურათი ამ კუთხით 6 თვის შემდეგ გამოჩნდება.”-ამბობს CAMEX AIRLINES

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა