მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საჰაერო გადაზიდვებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა, თვითმფრინავები საკმარისი აღარ არის - Easy Charter-ი

617a4e1f9bb04
მარიამ ვარადაშვილი
28.10.21 21:17
545
ავიაკომპანია Easy Carter-ის დირექტორი რატი ძერია აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ჩარტერულ სატვირთო ფრენებს ბარსელონა-ჰონკონგის მიმართულებით ახორციელებს. მისივე შეფასებით, პანდემიის დროს გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, 2020-2021 წლები სატვირთო ავიაციისთვის კარგი წელი გამოდგა.

"2020 წელს ჩვენი ავიაკომპანია ძირითადად დაკავებული იყო ცოცხალი საქონლის ტრანსპორტირებით; ცოცხალი ცხოველები გადაგვყავდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ირანთან სახმელეთო საზღვარი გაიხსნა და ავტომობილებით გადაზიდვა აღდგა, საავიაციო გადაზიდვებმა აზრი დაკარგა, რადგან სახმელეთო გადაზიდვებს, ფასის გამო, ავიაგადაზიდვა კონკურენციას ვერასდროს გაუწევს.

ახლა დავფრინავთ აზიიდან ევროპაში თბილისის გავლით, მაგრამ აქ ეს ტვირთი აღარ ჩამოგვაქვს და არც თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან აღარ გაგვაქვს. მაგალითად, დღეს რეისი გვაქვს ჰონკონგი-ბარსელონა, ახლა თვითმფრინავი ჰონკონგშია ანუ სხვა ქვეყნებს ვემსახურებით თბილისის გავლით.

ჩვენთვის არაფერი შეცვლილა და ტვირთბრუნვა ისევ იმდენია, თუმცა საქართველოდან საავიაციო ექსპორტის სეგმენტი ჩამოშორდა და სახმელეთო ტრანსპორტირებაში გადავიდა,” - აცხადებს ძერია.

მისი თქმით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ძირითადად იყენებენ არა ტვირთის ჩამოსაცლელად ან გადასაზიდად, არამედ როგორც ტრანზიტულ აეროპორტს. Easy Charter-ის დირექტორი ასევე განმარტავს, რომ მათ მიერ გადაზიდული ტვირთი მაგალითად ბარსელონიდან ჰონკონგამდე საქართველოს საავიაციო ტვირთბრუნვაში არ აისახება, თუმცა ავიაკომპანიას ეთვლება.

“საჰაერო სატვირთო გადაზიდვების სპეციფიკა პანდემიამ რადიკალურად შეცვალა. პანდემიის დროს როცა ყველა და ყველაფერი გაჩერდა, მხოლოდ სატვირთო ავიაცია იყო დატვირთული და დღემდე ასე გრძელდება. მსოფლიოში საკონტეინერო და ტრაილერით გადაზიდვების სერიოზული კრიზისია და ფასიც მომატებულია. აქედან გამომდინარე, საჰაერო გადაზიდვებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ფაქტობრივად, თვითმფრინავი აქაც არ არის საკმარისი. საქმე იქამდე მიდის, რომ ავიაკომპანიები სამგზავრო თვითმფრინავებს სკამებს ხსნიან და ტვირთი გადააქვთ",  - ამბობს ძერია.

საქართველოში საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთის მოცულობა შემცირდა - ლიდერი ავიაკომპანიები