მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საია-ს თავმჯდომარედ მესამე ვადით სულხან სალაძე აირჩიეს

5e010578becb5
BM.GE
23.12.19 22:19
966
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარედ მესამე ვადით გამგეობამ სულხან სალაძე აირჩია. სალაძე საია-ს თავმჯდომარის პოსტს 2017 წლიდან იკავებს.

როგორც საია-ს ოფიციალურ გვერდზე წერია, სულხან სალაძე არის ექსპერტი ანტიკორუფციული, გამჭვირვალობისა და კარგი მმართველობის საკითხებში. ის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში 2011 წლიდან მუშაობს და თავმჯდომარედ არჩევამდე, მას ორგანიზაციაში სხვადასხვა პოზიცია ეკავა ანტიკორუფციული, გამჭვირვალობისა და კარგი მმართველობის მიმართულებით. მათ შორის, იყო პროექტის იურისტი, კოორდინატორი, 2015 წლის ნოემბრიდან კი, არის საიას გამგეობის წევრი.